მედიასთან დაკავშირებული ასოციაციები

მედიასთან დაკავშირებული ასოციაციები
„ხარისხის კონტროლის” ფუნქციას, ცალკეულ შემთხვევებში თუ რეგულარულად მედიასთან დაკავშირებული ჯგუფები ახორციელებენ, მაგალითად, კავშირები (როგორიცაა SNJ ,,ჟურნალისტთა ეროვნული სინდიკატი” საფრანგეთში), ან გილდიის ტიპის ასოციაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში (SPJ-SDX). ამასთანავე მოქმედებენ მედია პროფესიონალთა და მედია მფლობელთა საერთაშორისო ასოციაციები, რომლებიც პრესის თავისუფლებისა და მედიის გაუმჯობესებისათვის იღწვიან. ასეთია მაგალითად, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (ვენაში) ან გაზეთების მსოფლიო ასოციაცია (პარიზში). ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს ქვეყნის შიგნით, მაგალითად, როგორიცაა ჟურნალისტიკაში Project for Excellences პროექტი (აშშ) ან ANDE, რომელიც ბრაზილიური მედიის მონიტორინგს ახორციელებს და აკეთებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ შუქდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები. სხვები საქმიანობენ უცხოეთში, ჟურნალისტებისთვის ატარებენ ტრეინინგებს და დახმარებას უწევენ ახალი დემოკრატიისა (აღმოსავლეთ ევროპა) და განვითარებადი ქვეყნების მედიას.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»